მსოფლიო ბანკის ექსპერტები საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორებისთვის სემინარებს მართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" კონტროლის პალატადან აცნობეს, სემინარებზე მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგება, აუდიტის პოლიტიკა და პროცედურები, ბანკის ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და ანგარიშის მომზადება განიხილება.
სემინარები საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორების პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისთვის ტარდება, რათა მათ მსოფლიო ბანკისა და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტებისა და სხვა მიზნობრივი სახსრების აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ.
სემინარები სასტუმრო "თბილისი მერიოტში" 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
