საერთაშორისო სავალუტო ფონდის (ROSC) მისია საქართველოში სტატისტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 2011 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, რომლის მიზანსაც ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის შეფასება წარმოადგენდა.
ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის შემაჯამებელი შეფასება დღეს გამოქვეყნდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ ცეკვავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სავალუტო ფონდის შეფასებაში ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის, ფისკალური და მონეტარული სტატისტიკის, საგადასახადო ბალანსის წარმოების პრაქტიკა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის ხარისხია გათვალისწინებული.
მისი თქმით, სავალუტო ფონდის შემაჯამებელი მოხსენების მიხედვით, წინა - 2002 წლის მისიის შემდეგ, საქართველოს სტატისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის საქართველოში ედვარდ გარდნერის განცხადებით კი, მისიის დასკვნების საფუძველზე სტატისტიკის სფეროში დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. საქართველოს მაკროეკონომიკური სტატისტიკა მაღალი ხარისხისაა და ინფორმაციის მომხმარებელთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„საქართველომ მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივი, ინსტიტუციური და მეთოდოლოგიური ასპექტები გააუმჯობესა. მნიშვნელოვანი მიღწევებია მონაცემთა გავრცელების სრულყოფის მხრივაც“ - განაცხადა ედვარდ გარდნერმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ევროსტატის საერთაშორისო სავალუტო ფორუმი გაიმართება, სადაც საქართველოს სტატისტიკის სისტემის შემაჯამებელი დასკვნები იქნება გათვალისწინებული.
