სატრანსპორტო საკითხებზე ბათუმში მინისტერიალი მიმდინარეობს
სატრანსპორტო საკითხებზე ბათუმში მინისტერიალი მიმდინარეობს
12:28 27.03.2012
სატრანსპორტო საკითხებზე ბათუმში მინისტერიალი გრძელდება.
მინისტერიალზე, ბალტიის ზღვა - შავი ზღვის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, უკრაინის ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბორის კოლესნიკოვი, ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ელიგიუს მასიულისი, მოლდოვას ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მინისტრი ანატოლიე შალარუ და ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე ალექსანდრ შიშკო მონაწილეობენ.

მინისტერიალის მუშაობაში საქართველოს, უკრაინის, ლიტვის, მოლდოვასა და ბელარუსის რკინიგზების, საზღვაო პორტების, აეროპორტებისა და კერძო გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელი პირებიც არიან ჩართული.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მინისტერიალის მონაწილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრის კომუნიკეს გაფორმებაც.

ბეჭდვა