რამაზ ნიკოლაიშვილი ებრაული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
რამაზ ნიკოლაიშვილი ებრაული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
19:01 26.03.2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მსოფლიოში ლიდერი ებრაული კომპანიების - "ნაისისა" და "დისენტეკის"  გენერალურ დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს, სადაც შესაძლოა აღნიშნული კომპანიების მომსახურება იქნეს გამოყენებული.

"ნაისი" უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს ნიუ-იორკის აეროპორტის, ეიფელის კოშკის, ჩიკაგოს პოლიციის უსაფრთხოების სისტემების დაცვას. იგი 150 ქვეყნაში ოპერირებს და 25 000-მდე ორგანიზაციას ემსახურება.

კომპანია "დესინტეკი" Hi-tech-ის პროდუქციის წარმოების სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. აღნიშნული კომპანიის მომსახურება არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში და ა.შ გამოიყენება.

აღნიშნული კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებს ამონტაჟებენ.

ბეჭდვა