ბათუმში სატრანსპორტო საკითხებზე მინისტერიალი მიმდინარეობს.
მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია,
უკრაინის ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბორის კოლესნიკოვი, ლიტვის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ელიგიუს მასიულისი, მოლდოვას
რესპუბლიკის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მინისტრი ანატოლიე შალარუ და ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე ალექსანდრ შიშკო მონაწილეობენ.
მინისტერიალზე ბალტიის ზღვა - შავი ზღვის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ლიტვის, მოლდოვასა და ბელარუსის რკინიგზების, საზღაო პორტების, აეროპორტებისა და კერძო გადამზდავი კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მინისტერიალის მონაწილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მინისტერიალი ბათუმში დღეს დაიწყო და 28 მარტს დასრულდება.
