ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ერთი წლით გადაიწევს
ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ერთი წლით გადაიწევს
16:46 26.03.2012
ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან მოვაჭრეები კიდევ ერთი წლით გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის.

კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული დახლიდან სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2013 წლის 1 ივლისამდე თავისუფლდებიან. აქამდე ეს შეღავათი 2012 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა.

სალარო-საკონტროლო აპარატებზე აღნიშნული შეღავათი არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გაიარონ.

კანონპროექტს პარლამენტი ერთი მოსმენით დაამტკიცებს. მისი ინიციატორი მთავრობაა.



ბეჭდვა