მომსახურების სააგენტო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
მომსახურების სააგენტო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
12:31 26.03.2012
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო.
როგორც "ნიუსპრესს"სააგენტოდან აცნობეს, ახალი კადრების მიზიდვისა და მათი  პროფესიული განვითარების მიზნით, სტაჟირების კონკურსი ადმინისტრაციულ, იურიდიულ, ქონების განკარგვისა და მარკეტინგის სამსახურებში გამოცხადდა.
სააგენტოს ინფორმაციით, სტაჟიორთა მიღება დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოებშიც განხორციელდება.
შერჩეული კანდიდატები მომსახურების სააგენტოში ორი თვის განმავლობაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. კანდიდატები ტესტირებას ზოგად უნარებში გაივლიან. ბოლო ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაა.
სტაჟირების კონკურსის ორგანიზებას ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება და უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა. შესაძლებელია ისინიდამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ.
მსურველთა განაცხადების მიღება, ელექტრონულად, მიმდინარე წლის 5 აპრილის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებგვერდზე იწარმოებს.

ბეჭდვა