"ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა
"ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა 48%-ით გაიზარდა
12:18 26.03.2012
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინის" აბონენტთა რიცხვი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 48%-ით გაიზარდა.
"ბილაინის" საოპერაციო შედეგები შპს "ვიმპელკომმა" გამოქვეყნა, რომელის შედეგად 2011 წელს საქართველოში "ბილაინის" აბონენტთა რიცხვმა 833 ათასს მიაღწია.
შედეგების მიხედვით, "ბილაინის" აბონენტები საშუალოდ 30%-ით მეტს საუბრობენ მობილურ ტელეფონზე.
გარდა ამისა, 40%-ით გაიზარდა "ბილაინის" საბაზო სადგურების რაოდენობა, 42%-ით კი - კომპანიის მიერ დასაქმებული მოქალაქეთა რაოდენობა.
საერთაშორისო კომპანია "ვიმპელკომი", რომელიც "მობიტელის" -TM  Beeline--ის 51%-ს ფლობს, ფინანსურ შედეგებს დღეს სასტუმროში "რედისონში" ჟურნალისტებს გააცნობს.

ბეჭდვა