"საქართველოს ბანკი" დღეიდან მომხმარებელს ახალ პროდუქტს - აგროგანვადებას სთავაზობს.
როგორც "ნიუსპრესს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, პროდუქტი აგრო სექტორში მოქმედი
ბიზნესის ხელშეწყობაზეა გათვლილი. იგი "საქართველოს ბანკის" მიერ, აგრობიზნესში დასაქმებული პირების დაბალპროცენტიანი სესხით დაფინანსებას გულისხმობს.
"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, აგრომეწარმეს საშუალება ეძლევა, აგროგანვადებით ისარგებლოს და ბანკის პარტნიორი მაღაზიებისგან აგროკულტურის სათესლე და სანერგე მასალები - შხამქიმიკატები და სასოფლო სამეურნეო მასალები სპეციალური ფასდაკლებით შეიძინოს. განვადების მისაღებად მასალების სწორედ პატრნიორ მაღაზიებში უნდა იქნეს შეძენილი.
აგრო განვადების მაქსიმალური მოცულობა 500 000 აშშ დოლარია, სესხის ვალუტა კი - ლარი. სესხის ვადა 1-დან 12 თვემდე განისაზღვრება. თანხა მიმწოდებელ მაღაზიას გადაერიცხება, რის შემდეგაც მომხმარებელი პროდუქციას მიიღებს.
სესხის დაფარვის გრაფიკი ინდივიდუალურია. შესაძლოა, საშეღავათო პერიოდიც იქნას გათვალისწინებული.
