საქართველოსა და ლიტვას შორის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა გამყარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულება გამოსცა.
ბრძანებულების თანხამად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია "საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას გააფორმებს.
