საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 62 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები მთლიანი ექსპორტის 20 პროცენტია.
მეორე ადგილზე უმსხვილეს საექსპორტო ათეულში თხილია, რომელიც მეექვსე პოზიციიდან დაწინაურდა. თხილის ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 30 მლნ ლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 28 მლნ აშშ დოლარის ექსპორტით.
