საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო სექტორია
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო სექტორია
13:27 25.03.2012
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო, გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცამებით, საფინანსო სექტორია.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ბოლო კვარტალში აღნიშნულ სფეროში თვეში საშუალო ხელფასი 1 367,9 ლარს შეადგენდა. ყველაზე მაღალი ხელფასის რეიტინგში მეორე ადგილზე სახელმწიფო მმართველობის სფეროა, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 1 070,6 ლარს შეადგენს. მესამე ადგილი სამშენებლო სფეროს უჭირავს 1037,4 ლარიანი ხელფასით.
ყველაზე დაბალანაზღაურებადი კი - სოფლის მერუნეობის, ნადორობისა და სატყეო მეურნეობის სექტორია 353.2 ლარიანი ხელფასით, მეორე ადგილზე ამ მხრივ განათლების სფეროა, სადაც თვეში საშუალო ხელფასი 360,2 ლარზე ფიქსირდება.
ზოგადად, გასული წლის მეოთხე კვარლაში საშუალო ხელფასი საქართველოში თვეში 761 ლარი იყო, მათ შორის ქალებისთვის - 554 ლარი, ხოლო მამაკაცებისთის - 926,6 ლარი.



ბეჭდვა