საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
ეს განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარესთან დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთაა.
"დღეს წარვადგინე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში. ეს არის დაახელობით 10% წელიწადში და თავისთავად ასეთი ზრდის პირობებში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რათა ეკონომიკის განვითარებას ხელი შეეწყოს" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ხეთაგურმა.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია 15 ახალი ჰესის მშენებლობა და წელს კიდევ 10 - ის აშენება იგეგმება.
ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარესა და ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ სად შენდება ახალი ჰესები, როგორი გამომუშავება ექნება მათ და რა სიმძლავრეს მიაწვდიან ქვეყნის ენერგოსისტემას.
