ზაზა გოროზია ღვინის მწარმოებელს შეხვდა
ზაზა გოროზია ღვინის მწარმოებელს შეხვდა
15:38 23.03.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 45 კომპანიისა და "ასოციაცია ქართული ღვინის" წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დარგში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების საკითხები განიხილეს.
კომპანიების წარმომადგენლებმა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი შეაჯამეს. საუბარი შეეხო მეღვინეობის სექტორის განვითარებასა და ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებებსაც.

ბეჭდვა