"ლიბერთი ბანკი" მომხმარებელს გაზრდილი სამუშაო გრაფიკით მოემსახურება
"ლიბერთი ბანკი" მომხმარებელს გაზრდილი სამუშაო გრაფიკით მოემსახურება
13:47 23.03.2012
მიმდინარე თვიდან "ლიბერთი ბანკი" მომხმარებელს გაზრდილი სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.
როგორც "ნიუსპრესს" ლიბერთი ბანკიდან აცნობეს, ფილიალები სამუშაო დღეებში - 09:30-დან 20:30 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 17:30 საათამდე იმუშავებენ.
აღნიშნული გრაფიკით იმუშავებენ "ლიბერთი ბანკის" შემდეგი სერვის ცენტრებში - ჭავჭავაძის გამზ. 74 - ცენტრალური ფილიალი, ჭავჭავაძის გამზ. 34, პეკინის ქ. 34, რობაქიძის ქ. 7, წერეთლის გამზ. 126, გურამიშვილის გამზ 36, მუხიანის გადასახევევი - მეტრო ახმეტელთან, გორგასლის ქ. 3, ქეთევან წამებულის ქ. 51/2, ჯავახეთის ქ. მეორე ჩიხი -"ვარკეთილის" მეტროსთან.
ასევე, გაფართოვდა "ლიბერთი ბანკის" 24-საათიანი მომსახურების არეალიც.
24-საათიანი სერვის ცენტრები ჭავჭავაძის გამზ. 74-ში, კოსტავას ქ. 24-ში და ბათუმში ფარნავაზ მეფის ქ. 9-ში მდებარეობს.

ბეჭდვა