"სილქნეტი" მომხმარებელს ახალ პირობებეს სთავაზობს
"სილქნეტი" მომხმარებელს ახალ პირობებეს სთავაზობს
12:45 23.03.2012
"სილქნეტის" უსადენო ტელეფონის მომსახურებაზე დღეიდან ახალი პირობები ამოქმედდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "სილქნეტიდან" აცნობეს, ახალი პაკეტი -"ლაითი" შეიქმნა,  რომლის არჩევისას მომხმარებლები სააბონენტო გადასახადის გარეშე მიიღებენ მომსახურებას.
პაკეტ "კონტაქტის" სააბონენტო გადასახადი 5 ლარის ნაცვლად 3 ლარი გახდა და შიდა ქსელში 100 უფასო წუთს მოიცავს. იმ მომხმარებლებს, რომლებსაც 5 ლარიანი პაკეტი უკვე აქვთ გააქტიურებული, არსებული პაკეტი შეუნარჩუნდებათ და შიდა ქსელში ულიმიტო სასაუბრო დროს მიიღებენ. ის აბონენტები, რომლებიც არ სარგებლობდნენ აღნიშნული პაკეტით, 5 ლარიან პაკეტზე გადასვლას ვეღარ შეძლებენ.
ცვლილებაა ასევე "ნონ სტოპ" პაკეტზე - 10 ლარის ნაცვლად, მისი ფასი 7.5 ლარი გახდა.

ბეჭდვა