"ელიტ ელექტრონიქსი" ფოთში განახლებულ მაღაზიას ხსნის
"ელიტ ელექტრონიქსი" ფოთში განახლებულ მაღაზიას ხსნის
12:17 23.03.2012
კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" დღეს ფოთში განახლებულ მაღაზიას გახსნის.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანიაში განუცხადეს, ფოთში "ელიტ ელექტროქნიქსის" მაღაზია  აქამდე ფრანჩაიზით ფუნქციონირებდა, ახლა კი, კომპანია მისი მფლობელი გახდა. შესაბამისად, ფოთის მაღაზიაზეც გავრცელდება ყველა ის წამახალისებელი აქცია, რასაც მენეჯმენტი მომხმარებელს შესთავაზებს.
მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით "ელიტ ელექტრონიქსმა" ფოთის მოსახლეობას 10, 20 და 50 ლარიანი ვაუჩერები დაურიგა, რომელსაც ისინი თვის ბოლომდე, მაღაზიაში ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას გამოიყენებენ.
გარდა ამისა, მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებების აქციაც.

ბეჭდვა