სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები დღეს გორში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
სოფელ სვენეთის მაცხოვრებლებს ზაზა გოროზია და დიმიტრი გვინდაძე მთავრობის ახალი ინიციატივის - სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას.
პარლამენტმა 16 მარტს მესამე მოსმენით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე მიწოდება დღგ–სგან გათავისუფლდა.
ცვლილება შეეხება, ასევე საქართველოში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდებას.
