საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება
16:59 21.03.2012
ფინანსთა სამინისტროში ხვალ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის "შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის" დაფინანსებისა და სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება.
ხელშეკრულებებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და მსოფლიო ბანკის მხრიდან - სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი მოაწერენ ხელს.
ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც დაესწრება.

ბეჭდვა