"საქკაბელი" იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
"საქკაბელი" იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
14:04 21.03.2012
კომპანია "საქკაბელი" 4 ახალი მაღაზიისა და 150 ახალი სადილერო ადგილის შექმნის გეგმას დღეს სასტუმრო "რედისონში" წარადგენს.  
ამასთან, იგი ქართული პროდუქციის გამოშვებისა და იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის განხორციელების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
"საქკაბელის" ინფორმაციით, პრეზენტაციას ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელები და 200-ზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
ამავე ღონისძიებაზე "საქკაბელს" გერმანული სააკრედიტაციო კომპანია "ტუვ" ხარისხის მართვის ISO-ს სერტიფიკატს გადაცემს.
,,გვეამაყება, რომ "საქკაბელის" პროდუქცია საქართველოშია დამზადებულია. ეს ასევე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. შევეცადეთ დაგვემსხვრია გავრცელებული სტერეოტიპი - "უცხოური კარგია" და შემოგვეტანა ახალი - ,,ჩვენც შეგვძლებია" - განაცხადა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ედიშერ მამალაძემ.
2012 წელი "საქკაბელმა" რებრენდინგი განახორციელა. მიმდინარე წელს კომპანია საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდას გეგმავს.


ბეჭდვა