მოსახლეობისთვის უმთავრეს პრობლემად დასაქმება რჩება
მოსახლეობისთვის უმთავრეს პრობლემად დასაქმება რჩება
13:32 21.03.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს.  
როგორც კვლევის პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, გამოკითხულთა 63% პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას, 36% - ტერიტორიული მთლიანობას, ხოლო 31% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ასახელებს.
მისივე თქმით, მოსახლეობის 70% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, აქედან 62% მამაკაცია, ხოლო 76% - ქალი. გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ დასაქმებულია, მათგან 38% მამაკაცია, ხოლო 24% - ქალი. დასაქმებულთა ასაკი 36 -55 წელს შორის მერყეობს.
გამოკითხულთა 26% დასაქმების შემდეგ თავს უკეთესად გრძნობს, 26% კი - აცახდებს, რომ დასაქმების შემდეგ ისინი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მაშტაბით 3 161 მოქალაქე გამოიკითხა.

ბეჭდვა