საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომისიის საქმიანობას გააცნობს.
როგორც "ნიუსპრესს" სემეკ-იდან აცნობეს, პროექტის - "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, უფროსკლასელებს საშუალება ეძლევათ კომისიის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის უფროსებსა და წევრებს შეხვდნენ.
"ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ კომისიის საქმიანობაზე. ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში, დეტალურ ინფორმაციას იღებენ კომისიის ფუნქციებისა და როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე ეცნობიან კომისიის სამომავლო პროექტებს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას. მნიშვნელოვანია მომავალი თაობის სწორად ინფორმირებულობა" - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.
სემეკის ინფორმაციით, კომისია რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და გადამზადების კურსებს უზრუნველყოფს.
