ჰიპერმარკეტ "გუდვილის" საბურთალოს ფილიალში დღეს ახალი კაფე "პანორამა ბუფეტი" იხსნება.
როგორც "ნიუსპრესს" "გუდვილიდან" აცნობეს, დღეს დაგეგმილ პრეზენტაციას თეატრისა და კინოს მსახიობები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო ხელოვნების ნიმუშები, რომლითაც "გუდვილის" კონდიტერები მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერთა ათეულში მოხვდნენ. დაგეგმილია გათამაშებებიც.
"პანორამა ბუფეტი" "გუდვილის" პირველი კაფეა საბურთალოზე. მისი სამზარეულო კომბინირებულია. მასში შესაძლებელია როგორც იტალიური პიცებისა და პასტების, ასევე ფრეშ-სალათების, აპეტაიზერების, ცივი და ცხელი კერძების დაგემოვნება.
მომხმარებელს შეუძლია "Take Away"–ს სერვისითაც ისარგებლოს. დასაქმებულთათვის გათვალისწინებულია Lunch Menu–სპეციალური შეთავაზება.
