პაპუნა დავითაია დღეს ბიზნესმენებს შეხვდება
პაპუნა დავითაია დღეს ბიზნესმენებს შეხვდება
10:13 21.03.2012
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია დღეს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას საბანკო, სამშენებლო, ტურისტული კომპანიები და სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისი მიზანი საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული ბიზნეს გარემოს გაცნობა და მათთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებაა.

შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტშია" დაგეგმილი.

ბეჭდვა