პაპუნა დავითაია ბიზნესმენებს შეხვდება
პაპუნა დავითაია ბიზნესმენებს შეხვდება
19:08 20.03.2012
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ხვალ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას საბანკო, სამშენებლო, ტურისტული კომპანიები და სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისი მიზანი საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული ბიზნეს გარემოს გაცნობა და მათთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებაა.

შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტშია" დაგეგმილი.

ბეჭდვა