ილიას უნივერსიტეტში კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
ილიას უნივერსიტეტში კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
18:42 20.03.2012

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ მომზადებული კვლევის – "საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი

 კომპანია" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევის პროცესში საქართველოში ორ ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდზე – www.jobs.ge და www.hr.com.ge განთავსებული განაცხადებები პროფესიების, კომპანიების და რეგიონების მიხედვით შეისწავლეს.

კვლევაში ბიზნესის სექტორების მიხედვით ხელფასის ცვლილება, ასევე ყველა მაღალანაზღაურებადი და დაბალანაზღაურებადი პროფესიებია განხილული. კვლევა ყოველ 3 თვეში განხორციელდება.

ბეჭდვა