ლაზიკას ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტი მალე მომზადდება
ლაზიკას ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტი მალე მომზადდება
17:49 20.03.2012
"ლაზიკას ეკონომიკური ზონის შესახებ" კანონპროექტს აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.  ამის შესახებ მთავრობის 10 პუნქტიან პროგრამაშია გაწერილი.
"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლაზიკას აშენებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნას, მათ შორის თავად ლაზიკას ეკონომიკურ ზონას" – ნათქვამია "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" მთავრობის პროგრამაში.
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს დღეს პარლამენტში გამოსვლისას ლაზიკაზე არ უსაუბრია, თუმცა, ეს საკითხი მთავრობის პროგრამაშია შეტანილი.

ბეჭდვა