"კარტლისის" თანამშრომლებსა და ღვინის ქარხნების აგრონომებს სემინარები უტარდებათ
"კარტლისის" თანამშრომლებსა და ღვინის ქარხნების აგრონომებს სემინარები უტარდებათ
16:11 20.03.2012
ამერიკული კომპანია "დიუპონი"–ს სპეციალისტები კომპანია "კარტლისის" თანამშრომლებისა და ღვინის ქარხნების აგრონომებისთვის თელავში  კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს ატარებენ.
როგორც "ნიუსპრესს" "კარტლისი"–ის მენეჯმენტიდან აცნობეს, ამერიკული კომპანია "დიუპონი" კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს საქართველოს წარმომადგენლობისთვის რეგულარულად ატარებს. ამჯერად კი, სემინარს ღვინის ქარხნების აგრონომებიც შეუერთდნენ.
"დიუპონთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ მუდმივად გვსტუმრობენ დიუპონის წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან ჩვენს მუშაობას და მონიტორინგს უწევენ გაწეულ სამუშაოებს. ეს კი მუდმივად გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენი მომსახურება უფრო მაღალი ხარისხის იყოს"- აცხადებს "კარტლისის" ხელმძღვანელი რობერტ რევია.
კომპანია "კარტლისის" თანამშრომლებისა და ღვინის ქარხნების აგრონომებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები ხვალ დასრულდება.

ბეჭდვა