პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება.
პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მალე გამოვიდა რეცესიიდან და ზრდა 6, 4%-ზე დაფიქსირდა. მისი თქმით, 2011 წელს ეკონომიკური ზრდა 7% იყო, ხოლო 2012 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით 6,7%-ზე დაფიქსირდა.
გილაურის განცახდებით, შეიძლება ეს ციფრები მოსახლეობისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ისინი ინვესტორებისთვის კარგი გზავნილია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყნები ჰყავს, მას ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს.
