საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, რომელიც მსოფლიო ბანკის შვილობილი კორპორაციაა, საქართველოში კომპანიების კვლევა ჩაატარა. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის
განცხადებით, კვლევის წინასწარი შეგედების თანახმად, კითხვაზე – გქონიათ თუ არა კორუფციასთან შეხება, გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 0,11%-მა თქვა, რომ ჰქონდათ.
პრემიერის თქმით, გამოკითხვაში საქართველოში მოქმედი 1000-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობდა და მათგან 99,9%-ს კორუფციასთან არ ჰქონია შეხება.
"ეს არის ის, თუ როგორ დაინახეს დღეს მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოში ჩატარებული რეფორმები. საქართველო რეალურად გახდა ამ რეფორმების ექსპორტიორი"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გილაურის განცხადებით, კვლევის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება.
