ნიკა გილაური რეინვესტირების მაღალი დონით ამაყობს
ნიკა გილაური რეინვესტირების მაღალი დონით ამაყობს
15:12 20.03.2012
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის შეფასებით, საქართველოში რეინვესტიცის მაღალი დონეზე და კარგი საინვესტიციო გარემოა.

პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ აქამდე რეინვესტიციის დონის პარამეტრზე ნაკლები ყურადღება მახვილდებოდა, არადა, მისი დონე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილიზაციისთვის.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2006 - 2007 წლებში, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები ყველაზე მაღალი იყო, რეინვესტიცის დონე მხოლო 5% იყო, 2010 წელს კი - რეინვესტიცის დონემ 28% -ს მიაღწია, გასულ წელს – 38% გახდა.

"ეს ნიშანავს იმას, რომ საქართველოში არსებული კომპანიები თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ, ზრდიან წარმოებას და ქმნიან სამუშაო ადგილებს" – აღნიშნა მან.



ბეჭდვა