გილაური - უმუშევრობა მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება
გილაური - უმუშევრობა მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება
14:02 20.03.2012
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მთავრობისთვის ნომერ პირველ და მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება.

როგორც მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკა ყველაზე სწრაფად ვითარდება.

პრემიერის განმარტებით, თუ 3 წლის წინ ქვეყანა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად იბრძოდა, ახლა მუშაობა დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად მიმდინარეობს.

პრემიერმა მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმის მთავარ მიზნად სწორედ სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა.

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

ბეჭდვა