პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს როგორც რეგიონალური ცენტრის ფუნქცია, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების
დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორც მან დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული პროცესი წელიწადნახევარში დასრულდება.
პრემიერმა განმარტა, რომ რეგიონულ ცენტრად ქცევაში ქვეყნის ღია ეკონომიკა, კარგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიულ მდებარეობა იგულისხმება.
გილაურის თქმით, საქართველომ რეფორმების ექსპორტიორის როლიც შეიძინა, რაც როგორც პრეზიდენტისა და პარლამენტის, ისე მოსახლეობის დამსახურებაა.
