საქართველოში აზარტული თამაშების გამართვა მხოლოდ აზარტულ კლუბებში იქნება შესაძლებელი.
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც აზარტული კლუბების მოწყობის, ასევე, ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების გამართვის საკითხებს არეგულირებს.
პროექტის თანახმად, აზარტული კლუბის გახსნისთვის შესაბამისი ნებართვის აღება სავალდებულო გახდება.
