აფბა მთავრობას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს
აფბა მთავრობას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს
17:32 19.03.2012
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) მთავრობას აშშ-სა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  მოლაპარაკებების განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობა მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმებით ფაქტიურად დაინტერესებული არ არის.

როგორც "ნიუსპრესს" აფბა-დან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო "ძველ მეტეხში" ხვალ სპეციალური ბრიფინგი გამართება.

ხვალინდელ ბრიფინგზე აფბა საკუთარ შეფასებებს წარმოადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ასრულებს მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნებს და რატომ აჭიანურებს მთავრობა ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს.



ბეჭდვა