საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს შვედი სტატისტიკოსები ეწვევიან.
საქსტატის ინფორმაციით, მათი ვიზიტი დღეიდან 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა სტატისტიკური მეთოდოლოგიის 5-კვირიანი ტრენინგის რიგით მეხუთე და დასკვნითი ეტაპია, რომელიც კვლევის სტატისტიკურ მეთოდებს ეხება.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ტექნიკურ დახმარებას უწევს.
