ქართული კომპანიები "ინდოეთის საინჟინრო რესურსების მოზიდვის შოუში" მიიღებენ მონაწილეობას
ქართული კომპანიები "ინდოეთის საინჟინრო რესურსების მოზიდვის შოუში" მიიღებენ მონაწილეობას
11:48 18.03.2012
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართულ კომპანიებს "ინდოეთის საინჟინრო რესურსების მოზიდვის შოუში" მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
პალატის ინფორმაციით, შოუ მუმბაიში, საინჟინრო ექსპორტის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში პროდუქტების, ტექნოლოგიების, ინოვაციების და ინდური კომპანიების საუკეთესო მიღწევების გამოფენა გაიმართება, გამოვლინდება მიმწოდებლები ისეთი სტრუქტურებისთვის, როგორიცაა თავდაცვა, რკინიგზა, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა და სხვა.
ამასთან, მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ და ერთმანეთს ორმხივი შეხვედრების ფორმატში გამოცდილება გაუზიარონ.
შოუ 22 მარტს გაიხსნება და 24 მარტს დაიხურება.
მასში მონაწილეობით დაინტერსებულმა კომპანიებმა საქართველოს-სავაჭრო-სამრეწველო პალატას უნდა მიმართონ.

ბეჭდვა