საწვავი ისევ ძვირდება
საწვავი ისევ ძვირდება
10:59 18.03.2012
საქართველოში საწვავის ფასი ისევ იმატებს.
უკვე მეორე დღეა თითქმის ყველა კატეგორიის ლიტრი საწვავი 5 თეთრით ძვირად იყიდება  კომპანია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე.

16 მარტის მონაცემებით, კომპანიაში ლიტრი "ევრო რეგულარი 93"-ს ტიპის ბენზინი 2.25 ლარი ღირდა, დღეს კი - 2.30 თეთრია. 2.25 ლარიდან 2.30 ლარამდეა გაძვირებული დიზელ ენერჯიც.

ჯერ-ჯერობით, ფასებს ინარჩუნებს "ლუკოილ ჯორჯია", სადაც ევრო რეგულარი 2.15 ლარი ღირს, ევრო დიზელი 2.40 თეთრი.

"გალფ ჯორჯიაში" "ევრო რეგულარის" ფასი დღეისთვის 2.20 ლარია, ხოლო "ევრო დიზელის" – 2.37 ლარი.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში, ასევე ირანში შექმნილი ვითარების გამო, საწვავის ბაზარზე ფასები მერყეობს. მაგალითად, 15 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობი 123.45 აშშ დოლარი ღირდა, ნიუ იორკში კი - 105.11 აშშ დოლარი.

ბეჭდვა