საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდება, თუმცა, ამის პარალელურად, საქართველოდან სხვა ქვეყნებში განხორციელებული გზავნილები მცირდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან სხვა ქვეყნებში 7.5 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე ნაკლებია. 2011 წლის თებერვალში საქართველოდან 9.6 მლნ აშშ დოლარის გზავნილი განხორციელდა.
ამასთან, ყველაზე დიდი პოპულარობით გაგზავნის შემთხვევაში, გზავნილების სისტემა "ვესტერნ იუნიონი" სარგებლობს, მეორე ადგილზეა "პრივატ მანი".
საქართველოში შემოსული გზავნილების მოცულობა კი, ერთი წლის განმავლობაში, 16.8 პროცენტითაა მომატებული. ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელ ექსპრესის" მეშვეობით შემოვიდა.
