დღეს რუსთავში ახალი ავტობაზრობა გაიხსნება
დღეს რუსთავში ახალი ავტობაზრობა გაიხსნება
10:25 17.03.2012
რუსთავში დღეს ავტობაზრობა "კავკასუს ავტოჰაუსი" გაიხსნება.  
როგორც "ნიუსპრესს" კომპანიიდან აცნობეს, ავტობაზრობა მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება.
გახსნის ღონისძიება რუსთავში 21–ე მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათზე დაიწყება.
მას ქვემო ქართლის გუბერენატორი დავით კირკიტაძე, რუსთავის მერი ზაქარია დარჩიაშვილი და "კავკასუს ავტოჰაუსის" დირექტორი ალექსანდრე ბახტაძე დაესწრებიან.

ბეჭდვა