სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან გათავისუფლდა
სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან გათავისუფლდა
18:20 16.03.2012
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა.
პარლამენტმა დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე მიწოდება დღგ–სგან გათავისუფლდა.
ცვლილება შეეხება, ასევე საქართველოში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდებას.

ბეჭდვა