სოფლის მეურენობის სამინისტროში ღვინის კომპანიები დააჯილდოვეს
სოფლის მეურენობის სამინისტროში ღვინის კომპანიები დააჯილდოვეს
17:04 16.03.2012
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოლდოვაში გამართული ყოველწლიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა -კონკურსის -CHISINAU WINES AND SPIRITS CONTEST-ის გამარჯვებული ქართული კომპანიები დააჯილდოვეს.
სპეციალური დიპლომები და სიგელები ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ გადასაცა. მან 1 მარტის მდგომარეობით ქართული ღვინის ექსპორტის შედეგებიც შეაჯამა.
ია ჯანაშიას თქმით, ბოთლის ღვინის ექსპორტი 2011 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 8,5%-ით არის გაზრდილი. ყველაზე დიდი რაოდენობით კი - ქართული ღვინო პოლონეთში გავიდა.
"ექსპორტის ძალიან დიდი ზრდა გვაქვს პოლონეთში, ლატვიაში, ჩინეთში და ესტონეთში. ეს ბაზრები პრიორიტეტულია ჩვენთვის. ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონკურსზე და ჯილდოებიც დაიმსახურეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მაღალ ხარისხს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ია ჯანაშიამ.
გამოფენა ,CHISINAU WINES AND SPIRITS CONTEST ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგლამენტით ჩატარდა. კიშინიოვის კონკურსზე ქართულმა სასმელებმა 3 ოქროს და 5 ვერცხლის მედლი მოიპოვეს.

ბეჭდვა