"საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა
"საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა
16:34 16.03.2012
სარეიტინგო კომპანია „Standard & Poor’s“ - მა შპს "საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგი "B+"-დან "BB-" სტაბილურამდე გაზარდა.
რკინიგზაში აცხდებენ, რომ აღნიშნული ზრდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად მოხდა.
"შპს "საქართელოს რკინიგზა" ერთადერთი სახელმწიფო წილის მფლობელი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში ხვდება. საკრედიტო რეიტინგის ზრდა ადასტურებს კომპანიის მეტ გადახდისუნარიანობას და მის შესაძლობლობას მოემსახუროს აღებულ ვალდებულებებს" - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლები.
დღეისთვის, კომპანიის სასესხო ვალდებულებები 250 მლნ აშშ დოლარით შემოიფარგლება, რაც კომპანიის მიერ 2010 წელს განთავსებული ევროობლიგაციებით არის გამოწვეული.
შპს "საქართველოს რკინიგზა" ორი სტრატეგიული პროექტის - თბილისის შემოვლითი რკინიგზისა და "სწრაფი რკინიგზის" მშენებლობას საკუთარი სახსრებით ახორციელებს.



ბეჭდვა