კომპანია "სილქნეტი" დღეიდან ახალ აქციას იწყებს.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "სილქნეტი"-დან აცნობეს, ის აბონენტები, რომლებიც Silk TV–ზე
16 მარტიდან 20 აპრილამდე დარეგისტრირდებიან უფასო ინსტალაციით ისარგებლებენ.
აქციის ფარგლებში, მომხმარებელი ორ უფასო თემატურ პაკეტსაც მიიღებს. ოპტიკურ ინტერნეტზე დარეგისტრირების შემთხვევაში კი, უფასო ინსტალაციის გარდა, გაორმაგებული სიჩქარით დასაჩუქრდებიან. აქცია ორმაგ შეთავაზებაზე – Silk Internet + Silk TV-ზეც გავრცელდება.
კომპანიის ცნობით, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. მასში ჩართული აბონენტები სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.
