სოფლის მეურნეობის სამინისტროში 1 მარტის მდგომარეობით ღვინის ექსპორტის მონაცემებს შეაჯამებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, ბრიფინგის შემდეგ მოლდოვაში გამართულ ყოველწლიურ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა -კონკურსზე "CHISINAU WINES AND SPIRITS CONTEST" გამარჯვებულ ქართულ კომპანიებს სპეციალურ დიპლომებს გადასცემენ.
კიშინიოვის კონკურსზე ქართულმა სასმელებმა 3 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
