დიპლომატიური პასპორტით საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში უვიზო მიმოსვლა იწყება
დიპლომატიური პასპორტით საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში უვიზო მიმოსვლა იწყება
11:26 15.03.2012
სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს 3-4 თვეში ისრაელში უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ, წლის ბოლოს კი, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვისაც ამოქმედდება.

აღნიშნულის შესახებ საუბარი ისრაელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე გაიმართა.

ბაქრაძე საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხებზეც ისაუბრეს.

ქნესეთის წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ისრაელი საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

ბეჭდვა