"სილქნეტის" მობილურ ქსელში ჩართვას დღეიდან რეგიონებშიც შეძლებენ და ორმაგი შეთავაზების პაკეტითაც ისარგებლებენ.
როგორც "ნიუსპრესს" "სილქნეტი"-დან აცნობეს, პაკეტი ორ სატელეფონო მომსახურებას – "სილქნეტის" უკაბელო ტელეფონს და მობილურის გადასახადს აერთიანებს.
მათი ინფორმაციით, უკაბელო ტელეფონის 7 ლარიანი სააბონენტო პაკეტით შესაძლებელია S1-ს ქსელში ჩართვა და სააბონენტო გადასახადის გარეშე ერთი მობილური ტელეფონით სარგებლბა, უკაბელო ტელეფონის 10 ლარიანი სააბონენტო პაკეტით კი, შესაძლებელია S1-ს ქსელში ჩართვა და ორი მობილური ტელეფონით სააბონენტო გადასახადის გარეშე სარგებლბა. ყოველთვიური საჩუქარი იქნება – ულიმიტო უფასო საუბარი შიდა ქსელში, უფასო სასაუბრო საათები მობილურ ოპერატორებთან და უფასო SMS.
სამი სხვადასხვა სახის მობილური აპარატის შეძენა და გააქტიურება შესაძლებელია "სილქნეტის" სერვისცენტრებში თბილისსა და რეგიონებში. მათი ფასი 28 ლარიდან იწყება.
