საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა
14:37 16.05.2013
თბილისში, ორი დღის განმავლობაში, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
მოლაპარაკებისას განხილული საკითხების შესახებ მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ანეტე ზაიდელმა (Annette Seidel) დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დაწყების წინ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მწუხარება გამოხატა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა ქართველი სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დღესვე, გაფორმდა ოქმი, რომელსაც ხელი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ანეტე ზაიდელმა მოაწერეს .

„გერმანული მხარე საქართველოში 20-წლიანი დახმარების პროცესს განაგრძობს. დღეს ხელი
მოეწერა ახალი დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი რესურსების გამოძებნას
კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელებას, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვას, ელექტროგადამცემი
ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას.
ესაა როგორც გრანტი, ისე შეღავათიანი კრედიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანულ
მხარეს აქვს აბსოლუტური ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი“ - განაცხადა
ფინანსთა მინისტრმა.

მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და
ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე, გერმანიის ფინანსური და
ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები. კერძოდ: განისაზღვრა ის პრიორიტეტული
მიმართულებები და პროექტები, რომელთა მოხდება გერმანიის ფინანსური
მხარდაჭერით განხორციელება.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით
მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები, ხოლო
გერმანიის მხრიდან - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.


ბეჭდვა