ყველაზე წარმატებული კომპანიები ნავთობპროდუქტების სფეროს მიეკუთვნებიან
ყველაზე წარმატებული კომპანიები ნავთობპროდუქტების სფეროს მიეკუთვნებიან
19:00 14.03.2012
"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" (IBR) მიერ ჩატარებული კვლევის" შედეგად გამოვლენილი 50 წარმატებული კომპანიის პირველი ხუთეულიდან, ოთხი ნავთობპროდუქტების იმპორტიორია.

კვლევის შედეგად შედგენილი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე წარმატებული კომპანები შპს "სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", შპს "საქართველოს რკინიგზა", შპს "ლუკოილ ჯორჯია" და შპს "რომპეტროლ საქართველო" არიან.

კვლევის ავტორთა განმარტებით, საქართველოს TOP50-ში შესული კომპანიების 70% მომსახურების სფეროში, ხოლო 30% – წარმოების სფეროში საქმიანობს.

ყველაზე წარმატებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმი 2011 წელს მათი ბრუნვის შედეგები იყო.

IBR-მა საქართველოს ბაზარზე კვლევა TOP 50 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით განახორციელა.

ბეჭდვა