დამსაქმებელთა ასოციაცია საბაჟო პროცედურებზე ტრეინინგს ჩაატარებს
დამსაქმებელთა ასოციაცია საბაჟო პროცედურებზე ტრეინინგს ჩაატარებს
18:26 14.03.2012
ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" საბაჟო მოთხოვნებსა და პროცედურებზე კომპანიებისათვის ტრეინინგს ჩაატარებს.

როგორც "ნიუსპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, ტრეინინგი 22-23 მარტს გაიმართება და მას შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სფეროს ექსპერტი გაუძღვება.

ტრეინინგის მონაწილეები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე, სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებზე და საქონლის გაფორმებაზე იმსჯელებენ.

მათივე ინფორმაციით, სატრეინინგო პროგრამა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავს.

"ტრეინინგი დაეხმარება კომპანიებს გაერკვნენ ყველა იმ საკვანძო საკითხში, რომელიც მათ შეიძლება ტვირთების გაფორმების დროს შეხვდეთ. ამასთანავე, განხილული იქნება დღეისთვის მოქმედი პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები"- განმარტავენ დამსაქმებელთა ასოციაციაში.




ბეჭდვა